მტკვარში ავტომობილის ჩავარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2025-03-04 16:10:12

თბილისში, მეტეხთან მდინარე მტკვარში ავტომობილის ჩავარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც არის ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს მტკვრიდან ავტომობილის ამოყვანის პროცესი.