მტკვარში ავტომობილი ჩავარდა

2025-03-04 13:51:18

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა.

შემთხვევა მეტეხის ხიდთან მოხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებენ.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.