სად არის მოძრაობა შეზღუდული

2025-03-03 11:51:25

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ1-კმ50 (ქუთაისი-კურორტი საირმე) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.