სოფელ ორთაბათუმში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
"სახლი დაგვეწვა, გზა არ იყო, რომ სახანძრო მოსულიყო, ღია ცის ქვეშ დავრჩით", - უთხრა გამოცემას მოქალაქე უშანგი მაჭუტაძე.
ხანძარი სოფელში გუშინ, 26 თებერვალს გაჩნდა.
სავარაუდოდ, ცეცხლი დენის სადენებს გაუჩნდა.
"ცეცხლი, ძლივს მოვასწარით სახლიდან გამოსვლა, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვასწარით", - ამბობს მეპატრონე.
გამოცემის ინფორმაციით, შვიდსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.