აფეთქება ხარაგაულში

2018-01-22 13:06:13

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი ავრცელებს. მათი ცნობით, აფეთქებისას მძიმედ დაშავდა სამი მუშა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რკინიგზის გვირაბის თანამშრომლები შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას და საშვებულებო თანხის სრულად ანაზღაურებას ითხოვდნენ. ისინი 2 დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცულნი, ადგილზე შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტიც იმყოფებოდა. სარკინიგზო გვირაბის მშენებელი კომპანია „ჩინეთის კრინიგზის 23-ე ბიუროსა“ და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მოლაპაკების შედეგად, კომპანიამ გაფიცულ თანამშრომელთა მოთხოვნები დააკმაყოფილა და გაფიცულები სამუშაოს დაუბრუნდნენ.