ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე ერთმანეთს "მერსედესისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე მყოფი პირების თქმით შეჯახება საკმაოდ ძლიერი იყო. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მალევე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავარიის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, მათი გადაყვანა ცენტრალურ საავადმყოფოში მოხერხდა. არსებული ინფორმაციით დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ეუქრება. დამატებით დეტალებს "ინფო რუსთავი" აზუსტებს.