45 წლის ქალი ლიფტის შახტაში ჩავარდა

2018-01-21 17:30:12

ბათუმში ლიფტის შახტაში 45 წლის ქალი ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. შემთხვევა საზღვაო ჰოსპიტალში მოხდა, კლინიკის მეოთხე სართულზე ლიფტი დამლაგებელმა ქალმა გამოიძახა, თუმცა კარის გახსნის შემდეგ მას ლიფტის კაბინა არ დახვდა. ქალმა ეს ვერ შენიშნა და ლიფტში შევიდა.

დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჩადენილ ჯანმრთელობის ნაკლებად, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე