კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სასირეთში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლული 80 წელს გადაცილებული ქალია, მკვლელობაში ბრალდებული კი მისი 35 წლის შვილიშვილი.
ბრალდებულმა ქალს თავის არეში სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენა დაზიანება
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1988 წელს დაბადებული მამაკაცია.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.