"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელის შიმშილობის ყოველი დღე, მისი ორგანოების ფუნქციების მოშლის დიდი რისკია.
ასევე, ჩხაიძის განცხადებით, "ნეტგაზეთის" და "ბათუმელების" დირექტორს აქვს შიმშილობი თანმდევი ყველა სიმპტომი და უჭირს გადაადგილება.
"ყოველი დღე გაგრძელებული შიმშილობიი დაკავშირებულია შესაბამის გართულებებთან. ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ეს არის ცხიმების, ცილების წვა, რაც იწვევს პირველ რიგში, კარდიოვასკულარულ გართულებებს, სხვადასსხვა ორგანოების ფუქნციების მოშლას და ა.შ. ჩვენ ყოველდღე ვახორციელებთ მონიტორინგის პროცესს და ვთავაზობთ შესაბამის სამედიცინო სერვისს. ყოველდღე უტარდება კვლევები. მისთვის აგდაადგილება მარტივი არ არის, თუმცა ცდილობს, რომ გადაადგილდეს", - ამბობს ჩხაიძე.
შეგახსენებთ, რომ "ნეტგაზეთის" და "ბათუმელების" დირექტორი უკვე 32-ე დღეა შიმშილობს. ჟურნალისტი კლინიკა "ვივა მედში" წინა კვირას გადაიყვანეს და მონიტორინგის მიზნით ამ დრომდე კლინიკაში რჩება.