რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ ჯებირს, შემდეგ კი გზის შუაგამყოფ ზოლს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.