ხანძარი რუსთავში საცხოვრებელ სახლში

2023-02-04 00:14:40

ხანძარი რუსთავში საცხოვრებელ სახლში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ცეცხლი, VI მიკრორაიონში, პირველ სართულზე ერთერთი ბინის დერეფანში ხის მასალას წაეკიდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი იყო მობილიზებული. სახლში ძლიერი დაკვამლიანება იყო.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.