„გალერეა თბილისში“ მეორე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ხელში ტელეფონი ეჭირა, მოაჯირი ვერ შენიშნა და მეორე სართულიდან გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, კაცს შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა პირველადი დახმარება გაუწია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.