არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძის ვიზიტისას გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც დეველოპერული კომპანია EMAAR ჯგუფი საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
კომპანია "EMAAR-ის" რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის ერთ-ერთი პროექტი რუსთავთან ახლოს, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის მიმდებარედ კრწანისის პარკშია.
არაბულ ბიზნეს სიახლეების პლატფორმაზე Arabian Gulf Business Insight (AGBI) გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კრწანისის პარკი, რომელიც 590 ჰექტარზე განთავსდება მულტიფუნქციური პროექტი იქნება საცხოვრებელი და კომერციული ფართებით.
კრწანისის ტყე-პარკი გამოირჩევა ხე-მცენარეების ჯიშების სიმრავლითა და მათი სიძველითაც.
ტყეპ-პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ტბაცაა, თუმცა თევზაობა აკრძალულია. არ შეიძლება ნადირობაც
წლის სხვადასხვა პერიოდში პარკში 90-მდე სახეობის ფრინველს შეხვდებით, რომელთა შორისაცაა ოფოფი, გოლაღური, კოლხური ხოხობი, შავი და მწვანე კოდალა, წავი და სხვა.
ამავე ინვესტიციით გათვალისწინებულია ბათუმში, გონიო მარინას პროექტი. ზღვისპირა ზოლში 260 ჰექტარზე განთავსდება და მოიცავს ბრენდირებულ რეზიდენციებს, სასტუმროებს, პარკებს.