მეუფის იუბილე ღონისძიებით აღინიშნა.

2016-12-20 20:39:04

რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს 70 წლის იუბილე ღონისძიებით აღინიშნა. საღამოს რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრმა უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს. მეუფე იოანეს იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მეუფე იოანე რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსად 2010 წელს ეკურთხა. რუსთავის მიტროპოლიტად კი ილია მეორემ დიდი დამსახურებისთვის, 2011 წელს აკურთხა.