Wizz Air-მა ქუთაისიდან 2 მიმართულებით ფრენები აღადგინა

2025-01-18 11:11:30

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისიდან ჰამბურგისა და მადრიდის მიმართულებით ფრენები აღადგინა.

ეს მიმართულებები ავიაკომპანიამ თვითმფრინავების შემოწმების პროცესის დროს დროებით გააუქმა.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჰამბურგის მიმართულებით ფრენები 15 აპრილიდან, მადრიდის კი 29 აპრილიდან განახლდება.