პრეზიდენტმა კიდევ ცხრა მსჯავრდადებული შეიწყალა

2024-12-24 10:53:47

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 23 დეკემბერს ცხრა მსჯავრდადებული შეიწყალა.

ხუთი მათგანი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

დანარჩენ ოთხ მსჯავრდადებულს კი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

მათ შორისაა ერთი ქალი მსჯავრდადებული.