ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხე აიღეს

2018-01-16 14:20:54

ააიპ "უზრუნველყოფამ" საახალწლო განათებების დემონტაჟი დაიწყო. ცენტრალურ მოედანზე  საახალწლო ნაძვის ხე  დაშალეს. ამ მომენტისთვის ნაძვის ხის მორთულობის მთავარი დეტალები აღებულია და მოედანზე მხოლოდ კონსტრუქციის ნაწილია დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რაც ქალაქის ცენტრალურ და შიდა ქუჩებზე  საახალწლო მორთულობების დემონტაჟი მიმდინარეობს, სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.