მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-01-15 23:58:31

16 - 19 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა 16-17 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +6, +11, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +6 გრადუსია მოსალოდნელი. 18-19 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსი. 20-24 იანვარს საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა.

 


რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 16 იანვარი +3°C, 17 იანვარი +3°C, 18 იანვარი +6°C, 19 იანვარი +11°C.