წალკა-ნინოწმინდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.
შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.