"მაგთის" ოფისი გაძარცვეს

2018-01-15 13:29:34

თბილისში წერეთლის გამზირზე მაგთის ოფისი გაძარცვეს. შემთხვევა  დღეს გამთენიისას მოხდა.  ოფისიდან სვარაუდოდ  გატანილია მობილური ტელეფონები, ზუსტი ზარალის დათვლა ამ წუთებში მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.  ჯერ-ჯერობით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.