ქმარმა ცოლი სადარბაზოში სცემა

2018-01-12 14:31:11

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჰ.მ დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2017 წლის 19 ოქტომბერსდაახლოებით 19:00 საათზე, ..- . გარდაბანში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს ..- ყელში ხელების წაჭერით და მუშტების მრავალჯერადი დარტყმით  ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა. ..- ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა .. 20 ოქტომბერს გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, აზერბაიჯანის მიმართულებით საზღვრის კვეთის მცდელობისას დააკავეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჰ.მ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.