რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობისთვის ბრალდებული, გიორგი ფირაშვილი მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. [ვიდეო/video]
გიორგი ფირაშვილი მოსამართლემ ბრალდების ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განუცხადა, მოსამართლემ სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული სასჯელი განუსაზღვრა ბრალდებულს.
"სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომასთან ერთად მას განუსაზღვრა სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებელი სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით. მოსამართლის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით პრინციპულად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარებისთვის. ვინაიდან მსგავსი სახის დანაშაულებზე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ძალიან მკაცრი და პრინციპული მიდგომა, რომ საზოგადოების თითოეული წევრისთვის იყოს მაგალითი სათანადოდ დასჯის მოცემულ დანაშაულებებთან დაკავშირებით",- განგვიცხადა ქეთევან სონიძემ.
უკომენტაროდ დატოვეს სასამართლოს შენობა მსავჯრდებულის, გიორგი ფირაშვილის უფლებადამცველებმა.
შეგახსენებთ, რომ ფირაშვილმა 22 მაისს, დუმბაძის ქუჩაზე ცოლი და სიდედრი სანადირო თოფიდან 5 გასროლით მოკლა.