რის გამო შეიძლება დაჯარიმდეთ რუსთავში 50-დან 150 ლარამდე

2024-10-30 16:56:02

რუსთავის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღებისთვის დაჯარიმდებით.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, თუკი საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ქალაქში სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე პირი გააჩერა, რომელიც ალკოჰოლის მოიხმარს, 50 ლარიდან 150 ლარამდე ჯარიმას გამოუწერს.

საუბარია როგორც სკვერებზე, ასევე შიდა საუბნო ღია სივრცეებზე სივრცეებზე.