თბილისი-რუსთავის ავტობანის დასასრულებელი სამუშაოების პროექტირებას შპს "კოკს კონსალტისის" საქართვრლოს ფილიალი გააკეთებს.
სწორედ მათ მოიგეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ივნისში გამოცხადებული ტენდერი, რომლითაც თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) ს-4 საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მე-2- მონაკვეთის(მარნეულის გადასახვევიდან ფონიჭალამდე) მშენებლობა/მოდერნიზაციისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემდგენ კომპანიას ეძებდა.
ტენდერის მიხედვით კომპანია ავტობანის დასასრულებელ პროექტს 3 165 000 ლარად მოამზადებს.