კართან მიტოვებული ჩვილი [video]

2018-01-08 14:30:56

მე-12 მიკრო-რაიონის სადარბაზოში ნაპოვნი ჩვილი, როგორც ცნობილი გახდა ღამით კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრებებმა შენიშნეს."ინფო რუსთავთან "საუბარში თვითმხილველი აცხადებს, რომ ჩვილი შობის ღამეს საცხოვრებელი სახლთან დატოვეს და სრულიად შემთხვევით მისმა 9 წლის შვილმა კარის გაღებისას იპოვა, ახალშობილი პლედში გახვეული იყო და ჭიპლარი ცუდად ჰქონდა გადაჭრილი. უშიკიშვილების ოჯახმა მალევე გამოიძახა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.

ქალაქის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ბესო ტეფნაძე "ინფო რუსთავთან საუბრისას" აცხადებს რომ - "ბავშვი შეფასებული იქნა ჩვენი სოციალური მუშაკის მიერ, აღინიშნა რომ ჩვილის მდომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. საჭიროა პირველ რიგში მოხდეს ახალშობილის იდენტიფიცირება, შემდგომ კი მისი მინდობითი აღზრდის ოჯახში გადაყვანა. ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და 6 კვირის განმავლობაში დაველოდებით მშობლების გამოხმაურებას, რის შემდგომაც ჩვენი სოციალური მუშაკი იზრუნებს ბავშვის მუდმივ საცხოვრისზე." ნახეთ ვიდეო.