რუსთავში ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესია გაიხსნა [video]

2018-01-07 18:38:05

რუსთავში, ვახუშტის ქუჩაზე, პირველი ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესია გაიხსნა. დღეს საღვთო ლიტურგია არ ჩატარებულა, გახსნის ღონისძიებაზე მრევლი მილოცვებს იღებდა. ახალ ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიის მნიშვნელობაზე „ინფო რუსთავთან“ ისაუბრა პასტორმა შმაგი ჭანკვეტაძემ.

„უპირველესად მინდა, მოგილოცოთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი დღესასწაული შობა. ჩვენ ქრისტეშობას ვეგებებით 25 დეკემბერს, მაგრამ რადგან ქართველთა უმრავლესობა 7 იანვარს აღნიშნავს დღესასწაულს, ჩვენ ვუერთდებით საერთო ზეიმს და მოგილოცავთ ამ დღეს. დღეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო დღეა, რადგან ორწლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ როგორც იქნა, გაიხსნა სამლოცველო. ეკლესია უკვე ვაკურთხეთ და დღეიდან რეგიონში მცხოვრებ მორწმუნეებს მოემსახურება“,- განაცხადა შმაგი ჭანკვეტაძემ. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ)


ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიის გახსნას ესწრებოდა ხელისუფლების წარმომადგენელი - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ასევე, მართლმადიდებელური და პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლები. ნახეთ ვიდეო.