გახარია საქართველოსთვის წევრების ბრიფინგი რუსთავში

2024-10-15 16:39:14

რუსთავის საკრებულოში ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" წევრებმა ნათია შელეგიამ, ნოდარ შეროზიამ და ზაზა ჯაიანმა ბრიფინგი გამართეს.

"გახარია საქართველოსთვის" წევრები ქართული ოცნების დეპუტატის ალექსანდრე დალაქიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ.

"მინდა გამოვეხმაურო ქართული ოცნების ტყუილების კამპანიას, უფრო ზუსტად კი ლექსო დალაქიშვილის სასაცილო განცხადებას, რომ თურმე რუსთავში წყლის პრობლემა ოპოზიციური საკრებულოს ბრალია. მაშინ როცა წყლის პრობლემის გადაჭრა ნინო ლაცაბიძის მთავარი მოვალეობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქართული ოცნება ყოველთვის ცდილობს საკუთარი არაკომპეტენტურობით წარმოქმნილი შეცდომები ქალაქში გადააბრალოს სხვას. სიმართლე არის ის, რომ ჩვენი გუნდი რუსთავის საკრებულოში გახლდათ ერთადერთი ძალა, რომელიც რეალურ წინააღმდეგობას უწევდა ქართული ოცნების, ოლიგარქებისა და მასზე მორგებული მორგებული პროექტების მხარდაჭერას.

ჩვენ ვიყავით რეალურად წინააღმდეგობის გამწევი ძალა საკრებულოში, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად პირადი ინტერესების წინა პლანზე წამოწევით გაერთიანდნენ საკრებულოში და მოახერხეს, რომ შეეცვალათ ჩვენი წარმომადგენელი საკრებულოში თავიანთი კეთილდღეობისთვის. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ არ ვუჭერდით მხარს ქალაქის ურბანულ დამახინჯებას და არ ვუჭერდით მხარს რუსთაველების ინტერესების საზიანოდ 4 სართულიან განაშენიანებაში 16 სართულიანი კორპუსის მშენებლობას, რომელიც რუსთავის მოქმედი დეპუტატის, ირაკლი შატაკიშვილის და ყოფილი ქართული ოცნების საკრებულოს თავმჯდომარის საკუთრებაა. მაშინ, როცა სიმართლეა, რომ ჩვენ მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ რუსთავის ბიუჯეტში სკვერების კეთილმოწყობის პარალელურად უნდა მომხდარიყო 100 და მეტი ავარიული სახლის რეაბილიტაცია. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ თბილისის ქუჩაზე ათობით ავარიული შენობის ნაცვლად რეაბილიტირდა მხოლოდ ერთი შენობა, რომელშიც ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატი ცხოვრობს ამ სახლში. სიმართლეა და მიგვაჩნია, რომ 2 წლის განმავლობაში ქალაქში სკვერების რეაბილიტაცია, რომელიც ქართული ოცნებისა და რუსთავის მერის პიარ კამპანიის მთავარ მესიჯად იქცა, 200 და მეტი ყოველდღიურად ელოდა კვების ტალონის მიღებას.

დიახ ჩვენი გუნდის დამსახურებაა ამ ადამიანებისთვის ამ ვაუჩერის მიღება. სიმართლე ის არის, რომ ჩვენ გვყავს ქალაქის მერი, რომელიც პირველია და გააუქმა მოქალაქეები მიღება, ის არ ხვდება სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებს, მათ შორის შშმ პირებს. ხვდება  და ითვალისწინებს მხოლოდ დეველოპერების ინტერესებს და მზადაა დეველოპერებისთვის მიმართოს სასამართლოს და უჩივლოს საკრებულოს. ასევე ჩაატაროს ბრიფინგები და გამოეხმაუროს მათ საჭიროებებს. სიმართლეა ის, რომ ჩვენი გუნდი, რუსთავის საკრებულოში იყო ერთადერთი ძალა, რომელიც რუსთაველი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად ყოველ დღე ადვოკატირება და აპელირებდა მათი ინტერესების დასაცავად. თუმცა დღევანდელ რეალობაში, ნაცებისა და ქოცების გაერთიანებამ გვიჩვენა, სამწუხაროდ, ის რეალობა, რომელიც გვაქვს. სწორედ ამიტომ ვამბობთ ნაცებო თქვე ქოცებო, და ქოცებო თქვენ ნაცებო. დღეს კიდევ ერთხელ გვინდა მივმართოთ იმ ინფორმაციების საფუძველზე, რომელიც გვაქვს, საჯარო მოხელეებს და ვუთხრათ, რომ თქვენი ცოდნის, კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების საფუძველზე დგას საჯარო სამსახური და მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილების გაზიარება საჯარო სექტორის მუშაობისთვის.

ჩვენ გვესმის რაოდენ დიდი წნეხის ქვეშ ხართ, როდესაც ტარდება თათბირები და გიწევთ ამ თათბირებზე მოუსმინოთ მოთხოვნას, რომ თქვენ უნდა გააზიაროთ ქართული ოცნების პოსტები, დაალაიქოთ და დაწეროთ კომენტარები. ასევე გვესმის, როგორი შეურაცხმყოფელია თქვენთვის სამსახურის უფროსების განცხადებები, რომ ისინი აუცილებლად გაიგებენ ვის მიეცით ხმა არჩევნებზე, თუმცა გპირდებით, რომ 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი შეიცვლება",- განაცხადა ნათია შელეგიამ.