2024-10-15 11:10:04
    
		
		
			რუსთაველი ძალოსანი აკაკი ციცქიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
22 წლის სპორტსმენმა სლოვაკეთში გამართულ ძალისმიერი სპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე 75 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ციცქიშვილმა 85 კგ-ს აწევა მოახერხა და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად რეკორდიც დაამყარა.
აკაკი ციცხქიშვილს ოქროს მედალთან ერთად ორი თასი გადაეცა, ერთი რეკორდის დამყარებისა და მსოფლიო ჩემპიონობისთვის, მეორე კი ტურნირის საუკეთესო სპორტსმენად დასახელებისთვის.