რუსთაველმა სპორტსმენმა ამიკო სვიმონიშვილმა UWW ჭიდაობა გრემპლინგში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ჩემპიონატზე, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩატარდა, რუსთაველმა 4 ბრძოლა ჩაატარდა. 2 ბრძოლა ფრანგ მეტოქეებს მოუგო, ერთი კი რუსს და ფინალში მოხვედრა შეძლო.
92 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ამიკო სვიმონიშვილი ფინალურ შეხვედრაში რუს მეტოქესთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.