რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებს სამი ახალი მარშრუტი დაემატა.
ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი საწარმო ავრცელებს.
მათი ცნობით, N10 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს ყოველ შაბათ-კვირას, თამარ მეფის მოედნიდან რუსთავის ახალი სასაფლაოს მიმართულებით, დილის 08:00 საათიდან 16:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება, მარშრუტი იქნება: თამარ მეფის მოედანი, მეგობრობის გამზირი, კ️ოსტავას გამზირი, რუსთაველის ქუჩა, დავით გარეჯის ქუჩა, ახალი სასაფლაო
N3 მუნიციპალური ავტობუსი: რკინიგზის სადგური, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, შარტავას გამზირი, აფხაზეთის ქუჩა, მე-7/მე-8 მკრ. თამარ მეფის მოედანი
N8 მუნიციპალური ავტობუსი: ავტობაზრობა, შსს-ს მომსახურების სააგენტო, თამარ მეფის მოედანი, შარტავას გამზირი, რუსთავი მოლი.