14 ოქტომბერს, რუსთაველი გულშემატკივრებისთვის ალბანეთი-საქართველო მატჩის ღია ჩვენება მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე არსებულ დიდ ეკრანზე მოეწყობა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" "რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრში" განუცხადეს.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024/25 წლის სეზონის ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე მატჩს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.
შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.