დღეს, 11 ოქტომბერს, რუსთაველი გულშემატკივრებისთვის საქართველო-უკრაინის მატჩის ღია ჩვენება მერიის წინ არსებულ დიდ ეკრანზე მოეწყობა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" "რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრში" განუცხადეს.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024/25 წლის სეზონის ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინასთან გამართავს.
შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.