სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ოქტომბერს:
02:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, ლერმონტოვის, კიკვიძის, გაგარინის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:40-დან 19:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-8 მიკრორაიონის ნაწილს, შარტავას ქუჩის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;
16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის, ზედგენიძის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.