2025 წლიდან მიკროავტობუსებით ქალაქებს შორის მგზავრთა გადაყვანა იკრძალება

2024-10-10 17:22:49

მომავალი წლიდან საქალაქთაშორისო რეგულარული მგზავრთგადაყვანა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსი) განხორციელდება.

ახალი რეგულაციის მიხედვით, რომელიც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან შევა ძალაში, მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდსა და თელავს შორის გადაყვანებს.

შესაბამისად, აღნიშნული ქალაქების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა ვეღარ მოხდება.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა აღნიშნული შეზღუდვა შეეხება თუ არა კომპანია "ინტერტრანსის" მიკროავტობუსებს, რომლებსაც მგზავრები თბილისში გადაჰყავს.

როგორც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განგვიცხადეს, ცვლილება რუსთავი-თვილისის მარშრუტზე მოძრავ მიკროავტობუსებს არ შეეხება.

"რუსთავი-თბილისი მარშრუტი არის მუნიციპალური გადაყვანა. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია არ ვრცელდება",- განგვიცხადეს სამინისტროში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები