რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმედ ფასდება და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პაატა პაატიშვილმა განუცხადა.
"მძიმედ ფასდება, სახეზეა პოლიტრავმა, გულმკერდის ძვლოვანი სისტემის დაზიანება. მაგრამ პაციენტი გონზეა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში ინტენსიური მკურნალობისა და კვლევის ეტაპზე",- განგვიცხადა პაატა პაატიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მეგობრობის გამზირზე ავტომობილი ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი ავტომობილს.