რუსთავში, სოციალურ კაფე-ბარ პროფესიოში ორგანიზაცია GrlzWave და GCRT-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა.
ნამუშევრები ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ვიზუალურ თხრობას ეხებოდა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელოვანთა ნამუშევრები, რომლებიც ამ მწვავე საკითხზე საკუთარი გამოცდილებებისა და ხედვების გამოხატვას ცდილობდნენ.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც შეხვედრის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ.
ხელოვანებმა ისაუბრეს საკუთარ ნამუშევრებზე, მათ შთაგონებაზე და იმ სირთულეებზე, რასაც ქალთა მიმართ ძალადობის თემის მხატვრულად გადმოცემა მოიცავს.
ღია კონკურსის შედეგად შეირჩა 6 ხელოვანი, რომლებმაც რამდენიმე თვის განმავლობაში განავითარეს საკუთარი პროექტი. ესენი არიან: თათია ცერცვაძე, გვანცა ბლიაძე, თინათინ ხარხელაური (თიბათვე), მანანა ქველიაშვილი, მარი ბაბაევი, მარიამ მზესუ გიუნაშვილი.