რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მაიმუნის ნაკბენით პაციენტი შევიდა

2024-10-08 11:01:52

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მაიმუნის ნაკბენით პაციენტი შეიყვანეს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიულ განყოფილების ხელმძღვანელმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა.

ჯანგულაშვილის თქმით, პაციენტს შესაბამისი აცრა გაუკეთდა.