რუსთავში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გაძლიერების ფორუმი ჩატარდა.
რუსთავის სპორტის სასახლეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გაძლიერების ფორუმი ჩატარდა.
მერიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში რუსთავის 778 ამხანაგობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
სპორტის სასახლეში მოწყობილ სივრცეში, ,,რუსთავის კორპუსის" მიერ, მიმდინარე წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების საპრეზენტაციო ბანერები და რუსთავის ბიზნეს-სექტორის პავილიონები იყო მოწყობილი.
ფორუმის დასასრულს 3 ყველაზე აქტიური ამხანაგობის თავმჯდომარე დააჯილდოვეს: მადონა ზედელაშვილი, თამარ ზუროშვილი და ნინო კაკიაშვილი.