საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავი-თბილისის მაგისტრალი 1 საათში გაიხსნება.
ავტობანზე მომხდარი ავარიის გამო რამდენიმე საათია გადაადგილება შეზღუდულია.
გზაზე მოძრაობის უფლებას მხოლოს საზოგადოებრივ ტრანსპორტს აძლევენ.
შეგახსენებთ, რომ ავტობანზე, კრწანისის ტყეპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორცილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა, პროდუქცია, რომელის გადაჰქონდა, გზაზე მიმოიფანტა, ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
სწორედ ამიტომ რამდენიმე საათია რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილება შეზღდულია.