კოალიციამ "ძლიერი საქართველო" რუსთავში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა

2024-09-30 12:02:51

კოალიციამ "ძლიერი საქართველო" რუსთავში ქვემო ქართლის ამომრჩეველთან რეგიონული შეხვედრა გამართა

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კოალიციის ლიდერები. ამომრჩეველს მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, მან მოქალაქეებს წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები და პროგრამა „ილიას გზა“ გააცნო.

"გამარჯვება იქნება ქართველი ხალხის, ქართველი ადამიანების, რომლებიც ჩაანაცვლებენ რუსულ ხელისუფლებას საქართველოში. ბიძინა ივანიშვილი ზუსტად 27 დღეში წავა იქ, სადაც მას ელოდებიან, ეს არის რუსეთი, ეს არის პუტინი, რომლის დავალებასაც ის ასრულებს საქართველოში“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ ისაუბრა რუსთავის პოტენციალზე და აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებულად უყვარს რუსთავი, რადგან ბევრი რამ აკავშირებს.

"ეს ქალაქი არის ინჟინერიის, მეტალურგიის, ქიმიის, ხალხური სიმღერის, ცეკვის, თეატრის, ულამაზესი არქიტექტურის ქალაქი. ეს არის ქალაქი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში შეასრულა ქვაკუთხედის როლი. ეს იყო გზაჯვარედინის ქალაქი, რომელმაც მრეწველობას ჩაუყარა საფუძველი. ეს არის ინჟინერიის ქალაქი და დიდი ცოდნის ქალაქი. მაგრამ დღეს, ეს ქალაქი, ისევე, როგორც ყველა ქალაქი საქართველოში, „ქართულ ოცნებას“ აქვს მიტოვებული, რადგან დაპირებებით, რომელმაც ჩვენ ყველას თავი მოგვაბეზრა ამ 12 წლის გამავლობაში: ასი ქარხანა, ახალ ქარხნებს ვერ ვხედავ სამწუხაროდ; უფასო ფული - მსგავსი რამ არ მინახავს; მილიარდიანი ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში - სამწუხაროდ, ყველა გადასული ვართ იმპორტირებული პროდუქტზე. ეს ყველაფერი უნდა ჩავაბაროთ წარსულს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხმა უნდა მისცეთ ძლიერ საქართველოს, ნომერ 9-ს. რომელიც არის რეალური ალტერნატივა“, - განაცხადა ხაზარაძემ.