26 სექტემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირის N2-ის მიმდებარედ, გონაშვილის სახელობის სკვერის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას ასრულებს.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა 170 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი და დამონტაჟდა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.
ახლად მოწყობილი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ჯივიპი გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 26 სექტემბერს 15:00 საათზე დაიწყებს და მთელი დღის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში შეასრულებს.
აღნიშნულთან დაკავშრებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა რის გამოც ხვალ, 26 სექტემბერს დღის 15:00 საათიდან 27 სექტემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავში:
9 ძმა ხერხეულიძის, გორის, გურამიშვილის, გზირიშვილის, დადიანის, ვახუშტის, თბილისის, იალღუჯის, თავგორაშვილის, კიკვიძის, ლერმონტოვის, მარჯანიშვილის, მაჩაბელის, შიო არაგვისპირელის, შ. ნიშნიანიძის, შევჩენკოს და ცურტაველის ქუჩებს; ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, ლესელიძისა და მელიქიშვილის ქუჩებს, გასასვლელებსა და ჩხებს; კლდიაშვილის ქუჩის კენტ ნომრებს, ფალიაშვილის ქუჩის ლუწ ნომრებს, მეგობრობის გამზირის N 1-29;
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge"