24 სექტემბრიდან 25 ახალი ავტობუსი რუსთაველებს თბილისში, სპორტის სასახლის მიმართულებით მოემსახურება.
მგზავრების ნაწილი დაინტერესდა, რუსთავში რომელ გაჩერებებზე გაჩერდებიან ავტობუსები და აიყვანენ მგზავრებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში განგვიცხადეს, სანამ ავტობუსები ქალაქიდან გავლენ 7 გაჩერებაზე გაჩერდებიან.
ავტობუსი დაიძვრება ქიმიკოსთან სპორტკომპლექსიდან და პირველად გაჩერდება რუსთაველის ქუჩაზე მუსიკალურ სკოლასთან არსებულ გაჩერებაზე, შემდეგ კოსტავას გამზირზე მაღაზია 1000 წვრილმანის მიმდებარედ გაჩერებაზე, ახალ რუსთავში გადმოსვლის შემდეგ ფოსტასთან, ასევე იუსტიციის სახლთან, ავტობუსები რუსთაველის, შარტავასა და თამარ მეფის მოედნებთან არსებულ გაჩერებებზეც გაჩერდებიან.
როგორც მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში გვითხრეს, ავტობუსები თბილისში არსებულ ყველა გაჩერებაზე გაჩერდებიან.