რუსთავში რუსთავქალაქობა 2024 აღნიშნეს.
სადღესასწაულო ღონისძიებები, ქალაქის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გვიან ღამით, გალა კონცერტით დასრულდა.
დღესასწაულის მთავარი კონცერტი, რომელიც ნიკა წულუკიძეს მიყავდა , სიურპრიზით- სპეციალურად რუსთავზე დაწერილი სიმღერების პრემიერით დაიწყო, რომელიც კამერულმა ორკესტრმა ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, ნეკა სებისკვერაძემ, ლაშა ნოზაძემ და ,,ანსამბლმა რეზო და ბავშვები" წარუდგინეს რუსთაველებს.
ქალაქის დღე განსხვავებულად მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს იმ რუსთაველებს, რომლებიც თავისი საქმიანობით, რუსთავის თანამედროვეობას ქმნიან.
საღამო, ჯგუფი რეგიონის საათნახევრიანი კონცერტით დასრულდა.