რუსთავში 10 წლის ბავშვს ფეხბურთის კარი დაეცა

2024-09-18 22:51:07

რუსთავში გურამიშვილის ქუჩაზე არსებული დინამო-თბილისის საფეხბურთო სკოლაში 10 წლის ბავშვს საფეხბურთო კარი დაეცა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ორი მცირეწოვანი რკინის კონსტრუქციაზე, რომელიც დამაგრებული არ იყო, ჩამოეკიდა, რა დროსაც წონამ დასძალა და კარი გადაყირავდა. ერთ-ერთმა გადახტომა მოასწრო, მეორე კი ხარიხას ქვეშ მოყვა.

მცირეწლოვანი ბიჭი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბავშვთა ემერჯენსის მორიგე ექიმმა ნატალია რამიშვილმა განუცხადა, ჩატარებული სამედიცინო კვლევების მიხედვით პაციენტის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.

ექიმის თქმით, მცირეწლოვანს არ აქვს სერიოზული დაზიანებები, აღენიშნება ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი მცირე ნიშნები, რის გამოც ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები