"გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე",- რუსთავის მერიისა და "სისხლის დონაციის ბანკის" თანამშრომლობით სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართა.
სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი "კესანეში" გამართულ სისხლის დონაციის აქციაში მონაწილეობა მერიის სხვადასხვა ააიპის 40-მდე თანამშრომელმა მიიღო.
სისხლის ჩასაბარებლად მისულებს პირველ რიგში სხვადასხვა სამედცინო შემოწმება ჩაუტარდათ.