როგორი ამინდი იქნება 20 სექტემბრამდე რუსთავში

2024-09-17 15:29:28

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 სექტემბრის ამინდის პროგნოზ აქვეყნებს.

 

"18-20 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და  დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, + 24 გრადუსი იქნება.

ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი  დაფიქსირდება.