თბილისი-რუსთავის მარშრუტისთვის შეძენილი ავტობუსები ჩამოვიდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავის მიერ შეძენილი "ოტოკარის" ბრენდის ავტობუსების ნაწილი, 20 ერთეული, თურქეთიდან რუსთავისკენ მოემართება.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი-თბილისის 5 მარშრუტისთვის ქალაქმა 19 850 880 ლარად 70 ერთეული ავტობუსი შეიძინა.
როდიდან მოემსახურება რუსთაველ მგზავრებს ახალი ავტობუსები "ინფო რუსთავი" გაარკვევს.