რუსთავის 2 სკოლაში სწავლა 2 კვირის შემდეგ განახლდება

2024-09-15 16:46:56

რუსთავის მე-7 და მე-17 საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 30 სექტემბერს განახლდება.

მიზეზი სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მე-17 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნელი ლიქოკელმა განუცხადა, იმის გამო, რომ რეაბილიტაცია ძალიან მალე დასრულდება, სხვა სკოლის შენობაში სწავლის დროებით განახლების ნაცვლად სამინისტროს სასწავლო პროცესის გვიან დასაწყებად შესაბამისი წერილი მისწერა.

უწყებამ მე-7 და მე-17 სკოლას სწავლის 30 სექტემბერს განახლების უფლება მისცა.