გროზნოს ქუჩებში ერთმანეთს პოლიციელები და ბოევიკები ესროდნენ (ვიდეო).

2016-12-18 21:55:14

სროლები ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს ქუჩებში გუშინ მიმდინარეობდა. ბოევიკები ერთერთ პოლიციელს საკუტარ სახლში შეუვარდნენ, მეორე პოლიციელს კი თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით მოხდა ბოევიკების ადგილმდებარეობის დადგენა, თუმცა მათ სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს და ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ცეცხლი გაუხსნენ. ორმხრივი სროლის დროსადგილზე ლიკვიდირებული იყო 4 ბოევიკი და დაიჭრა ორი. ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის თქმით ქუჩებში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია და სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს. სროლების ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და მოგვიანებით ვიდეო პორტალზე ატვირთა.