საავტომობილო საცობი მაგისტრალზე

2017-12-31 15:53:44

თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით საავტომობილო საცობია. არსებული ინფორმაციით დასავლეთისკენ ტრანსპორტით მიმავალთა რიცხვი საკმაოდ მაღალია რის გამოც მძღოლებს ხაშურის მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდული აქვთ. მგზავრებს საცობში დააახლოებით 20-30 წუთი უწევთ ყოფნა. აღნიშნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა არ ფიქსირდება, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზად კი საახალწლო დღეებში ქალაქებიდან სოფლების მიმართულებით გადაადგილება სახელდება.